Monday, April 29, 2013

რელიგიური დღესასწაული ა ღ დ გ ო მ ა, გერმანიაში და საქართველოში.


1.პროექტის  სახელწოდება: რელიგიური  დღესასწაული  ა ღ დ გ ო მ ა,                                       გერმანიაში და საქართველოში.
2.პროექტის მთავარი იდეა: როგორ ვზეიმობთ აღდგომას გერმანიაში და საქართველოში. რა საერთო და განმასხვავებელი ტრადიციები აქვთ  გერმანელ და ქართველ ხალხს.
3.პროექტის აქტუალობა:საჭიროა თუ არა რელიგია სკოლაში, მისი მნიშვნელობა და თუ რა როლს ასრულებს იგი ადამიანების ცხოვრებაში,მნიშვნელობა ერში და ბერში.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებში პარალელის გავლება, განმტკიცება ძველი და ახალი ინფორმაციების,ბევრი ახალი და საინტერესო მასალის მოპოვება.
5.მონაწილეთა ასაკი: 15 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:შექმნიან ბუკლეტებს, ელექტრო ჟურნალს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები, პროექტორი, კომპიუტერი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):აიღებენ ინტერვიუებს, დაამუშავებენ და შეაფასებენ მოპოვებულ ინფორმაციას, გაუკეთებენ ანალიზს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: რელიგიასთან, ქართულ და გერმანულ ლიტერატურასთან,
ისტორიასთან კავშირი.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ლია ჭელიძე.
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:chelidzelia9@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: chelidzelia9.blogspot.com

Friday, April 26, 2013

ავტობიოგრაფია

      მე, ლია ჭელიძე, დავიბადე ქალაქ თბილისში, 1965 წლის 01 თებერვალს, მოსამსახურის ოჯახში. 1982 წელს დავამთავრე სკოლა, 1983 წელს ჩავაბარე თსუ - ში, დ/ე ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე,რომელიც დავამთავრე 1989 წელს და ამავე წლიდან დავიწყე მუშაობა სკოლაში, ამჟამად ვმუშაობ ქ. თბილისის #191 საჯარო სკოლაში გერმანული ენის მასწავლებლად, ასევე ვარ საქმისმწარმოებელი.
   
ვარ დაოჯახებული, მყავს ორი შვილი-ნინიკო და გიორგი და მოსიყვარულე მეუღლე. ნინიკო წელს ამთავრებს მე-12 კლასს, აბიტურიენტია, გიორგი მე-8 კლასის  მოსწავლეა.